საქართველოს უმეტეს რაიონებში ხვალ ისევ წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან ძლიერი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე კვირის ბოლომდე ჰაერის ტემპერატურა გრილი ჰაერის მასების მოქმედებით იქნება განპირობებული. მეტეოროლოგები წვიმის შესუსტებას 8-9 ივლისიდან პროგნოზირებენ, ხოლო 12 ივლისიდან საქართველოს მასშტაბით ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი.
რაც შეეხება შავი ზღვის სანაპირო ზოლს, სადაც გუშინ ხუთბალიანი შტორმი დაფიქსირდა, 12 ივლისის ჩათვლით შტორმი მოსალოდნელი აღარ არის. ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზირების ცენტში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მონიტორინგი აქტიურად მიმდინარეობს.