ქალის მიერ თამბაქოს მოწევის გადაჩვევა რამდენიმე მიზეზს უკავშირდება – დავიწყოთ ფიზიოლოგიური ფაქტორებით: ქალისათვის განსაკუთრებით ადვილია სიგარეტის გადაგდება ციკლის უკანასკნელ დღეებში, უშუალოდ მენსტრუაციის დაწყების წინ.
ასეთ დასკვნამდე მიიყვანა ამერიკელი მეცნიერები რამდენიმე ასეულ ქალზე ჩატარებიულმა ექსპერიმენტმა. ექსპერიმენტის მონაწილეთა ნახევარმა შეწყვიტა მოწევა ციკლის დასაწყისში, მეორე ნახევარმა – უშუალოდ მენსტრუაციის დაწყების წინ.
შედეგი ასეთი იყო: ამის შემდეგ პირველი ჯგუფის მოხალისეთა 86%–მა ერთი თვის შემდეგ განაახლა მოწევა, ხოლო მეორე ჯგუფიდან – მხოლოდ 60%–მა. მეცნიერებმა ეს ფაქტი ახსნეს ჰორმონალური ფონის განსხვავებით.
თელ–ავივის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დოქტორი რეუვენ დარი კი ამტკიცებს, რომ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოსოციალურ ფაქტორებს, ვიდრე ფიზიოლოგიურ ეფექტებს. სტიუარდესებზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა დაადგინა, რომ ნიკოტინის წყურვილი გაცილებით მწვავედ იგრძნობოდა ხანმოკლე ფრენის ბოლოს, ვიდრე ხანგრძლივი ფრენისას, რაც მეტყველებს მოწევის სურვილის ზრდაზე მიწაზე დაშვების მოლოდინში, რეისის ხანგრძლივობის მიუხედავად.
დარმა დაასკვნა, რომ ადამიანები მოწევისას სიამოვნებას განიცდიან თვით პროცესით – სენსორული შეგრძნებებისა და მეგობრული სულის შენარჩუნებისათვის და არა ნიკოტინური დამოკიდებულების გამო!