გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 თებერვალის დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს.
9 თებერვალს, დღის მეორე ნახევრიდან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა 3 – 4 გრადუსით დაიკლებს. 8 – 9 თებერვალს ზემო იმერეთსა, კოლხეთის დაბლობზე და გორი – სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
8 – 9 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მცირე ნალექი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში +7, +12 გრადუსის ფარგლებში იქნება.