თუ თქვენ ვინმე გიყვირით, შეინარჩუნეთ სიმშვიდე. შესაძლოა, ამით თქვენ კიდევ უფრო გააცხაროთ მოსაუბრე, მაგრამ მას დანაშაულის ძლიერი შეგრძნება ექნება.
თუ მოსაუბრის პასუხი არ გაკმაყოფილებთ ან ფიქრობთ, რომ ის დაუსრულებელია, აkღარ გადაეკითხოთ. უბრალოდ, ჩახედეთ მას თვალებში. ამ შემთხვევაში ის იძულებული იქნება, გააგრძელოს საუბარი.
თუ შესაძლებელი იქნება, შეეცადეთ, არ დაიწყოთ წინადადება სიტყვებით: “მე ვფიქრობ” ან “მე მგონია”. ეს ისედაც იგულისხმება საუბრისას, მაგრამ წარმოთქმისას ხანდახან თქვენს თავდაუჯერებლობაზე მეტყველებს.
მნიშვნელოვანი გასაუბრების წინ წარმოიდგინეთ, რომ ინტერვიუერი – თქვენი დიდი ხნის მეგობარია. ასე თავს უფრო თავისუფლად იგრძნობთ და ნაკლებად ინერვიულებთ.
თუ ვინმესთან შეხვედრისას ისწავლით ცოტათი მეტი სიხარულის გამოხატვას, დროთა განმავლობაში მართლაც გულწრფელად გაგიხარდებათ მისი ნახვა.
ადამიანები, რომლებმაც რაიმე მნიშვნელოვანზე გითხრეს უარი, ყოველთვის დაგითმობენ მცირედში.
სტრესის ფიზიოლოგიური გამოხატულება ძალიან ჰგავს სიხარულით აღგზნებულ მდგომარეობას: მძიმე სუნთქვა, გახშირებული გულისცემა და სხვა… თუკი თქვენ შეძლებთ შეხედოთ სტრესულ მდგომარეობას, როგორც გამოწვევას, მისგან გამოწვეული ნეგატიური შედეგი საგრძნობლად შემცირდება.
ხშირად ადამიანები, უბრალოდ, ვერ ანსხვავებენ საკუთარი თავის მიმართ უნდობლობას იმაში, რომ მართლაც ერკვევიან ამა თუ იმ საკითხში. და თუ თქვენი გამომეტყველებით აჩვენებთ, რომ დარწმუნებული ხართ საკუთარ ქმედებებში, ადამიანები თქვენკენ გამოიწევენ.
თუ თქვენ ბევრ ადამიანთან გიწევთ საქმიანი შეხება, დააყენეთ თქვენ უკან სარკე. ამ შემთხვევაში კლიენტები მეტი პატივისცემითა და თავაზიანობით მოიქცევიან – არავის უნდა ნახოს საკუთარი თავის გაღიზიანებულ და გაბოროტებულ მდგომარეობაში.
თუ თქვენ თათბირზე ვინმესგან მძაფრ კრიტიკას ელით, შეეცადეთ, სწორედ ამ ადამიანის გვერდით დაჯდეთ. ამ შემთხვევაში ის შეარბილებს თავის აზრს და შეძლებს მოგმართოთ იმ სიმძაფრით, როგორსაც გრძნობს ამ მცირე დაშორებაზე.