https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

როგორ ჩაიარა არჩევნებმა გურიაში

15:11; 3.11.2020
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

31 ოქტომბერს, მე-10 მოწვევის პარლამენტის ასარჩევად გურიაში ამომრჩეველთა აქტივობამ 60 პროცენტს გადააჭარბა. აქედან უმრავლესობამ ხმა მმართველი გუნდისა და მათი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სასარგებლოდ მისცა.

“ოცნება” მხარდამჭერებს მადლობას უხდის, ოპოზიცია კი გაყალბებებზე საუბრობს. ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ისინი პარლამენტში არ შევლენ.

ზოგადად, საარჩევნო დღემ გურიაში მშვიდად ჩაიარა. ჩოხატაურის ზოგიერთ საარჩევნო უბანზე, ძალიან თუ არ დააკვირდებოდით, დღის მეორე ნახევარში საარჩევნო უბნებთან სიცოცხლის ნიშან-წყალიც არ ჩანდა. ჩვენი დაკვირვებით, წინა წლებისგან განსხვავებით, ჩოხატაურში არ შეინიშნებოდა მიკროავტობუსებით პოზიცია-ოპოზიციის მხრიდან ამომრჩეველთა მობილიზება.

საარჩევნო უბნები, ჩვეულებრივ, დილის 8 საათზე გაიხსნა და ჩოხატაურის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თემურ კუტუბიძის ინფორმაციით, კენჭისყრის პროცედურა ყველა საარჩევნო უბანზე რეკომენდაციების სრული დაცვით დაიწყო.

საარჩევნო დღეს სულ რამდენიმე საჩივარი დაიწერა და როგორც “გურია ნიუსს” ინფორმაცია მიაწოდეს, მხოლოდ პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით.

საბოლოოდ, არჩევნები, ისევე, როგორც საქართველოს თითქმის ყველა საარჩევნო ოლქში, ჩოხატაურშიც “ქართული ოცნებისა” და მისი დეპუტატობის კანდიდატის უპირატესობით დასრულდა, რის გამოც, მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ ამომრჩევლებს მადლობა ფეისბუქის საკუთარი გვერდიდან გადაუხადა.

“ქართული ოცნება – 57,19%

ვასიკო ჩიგოგიძე – 66,21%

დიდი მადლობა ჩვენს ამომრჩეველს კიდევ ერთხელ ერთგულებისთვის.

მადლობა არჩევნებში მონაწილე ყველა მოქალაქეს”, _ წერს ირაკლი კუჭავა.

საკუთარ ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა ვასილ ჩიგოგიძემაც:

“ჩემო გურულებო, გილოცავთ გამარჯვებას! მადლობას გიხდით გამოცხადებული ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის!

უდიდესს პასუხისმგებლობას ვგრძნობ და თქვენი მხრიდან უპირობო მხარდაჭერა მეტ სტიმულს მმატებს.

მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გავახორციელებთ პრიორიტეტულ პროექტებს, რომლებიც უშუალოდ თითოეული თქვენგანის კეთილდღეობაზე აისახება, ერთად გავაგრძელებთ მუნიციპალიტეტების განვითარებას და მაქსიმალურს გავაკეთებთ მოსახლეობის პრობლემების მოსაგვარებლად.

ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო თქვენი გვერდში დგომა, რომელსაც საარჩევნო კამპანიის დროს ვგრძნობდი, მადლობა კიდევ ერთხელ ნდობისთვის. მადლობას ვუხდი ჩემს პოლიტიკურ გუნდს, “ქართულ ოცნებას” და რეგიონულ შტაბებს”, _ აღნიშნულია ვასილ ჩიგოგიძის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.

ჩიგოგიძემ გამარჯვება ოზურგეთის საარჩევნო შტაბის წევრებთან ერთად ტორტით და შამპანურითაც აღნიშნა.

ლანჩხუთის N61 საარჩევნო ოლქში, სადაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 28 785 ამომრჩეველია რეგისტრირებული, არჩევნებზე მისულ ადამიანთა უმრავლესობამ ნდობა მმართველ გუნდსა და მათ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გამოუცხადა.

აღმოჩნდა, რომ ლანჩხუთში მაჟორიტართან შედარებით ნაკლები მხარდაჭერა მიიღო “ქართულმა ოცნებამ”, პარტიისადმი ნდობა 56% -ით განისაზღვრა. მეორე ადგილზე “გაერთიანებული ოპოზიცია” გავიდა, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული შედეგების მიხედვით. ლანჩხუთის საარჩევნო ოლქში, როგორც მანუჩარ კვირკველიამ, ისე მისმა მხარდამჭერმა პარტიამ ხმების 20-20% აიღო.

რაც შეეხება “ევროპულ საქართველოს”, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ლანჩხუთში მეორე შედეგი აჩვენა, ახლანდელი მონაცემების მიხედვით, მესამე ადგილზე გადაინაცვლა. “ევროპელებს” ლანჩხუთში ამომრჩეველთა 6%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო მის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ხათუნა გოგორიშვილს 7%-მა.

აღმოჩნდა, რომ ლანჩხუთის მასშტაბით, თანაბარი შედეგი დადო “პატრიოტთა ალიანსმა” და “ლელომ” _ ამ პარტიებსა და მათ დეპუტატობის კანდიდატებს 3-3-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვთ.

რაც შეეხება უშუალოდ ლანჩხუთსა და მის სოფლებში საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას, 38-ე საარჩევნო უბანი დილის რვა საათისთვის სრულ მზადყოფნაში იყო პირველი ამომრჩევლის მისაღებად და რაიმე სახის ექსცესებსაც ადგილი არ ჰქონია.

დილით, საარჩევნო უბნებზე და გარე პერიმეტრზე არც ე. წ. მაკონტროლებელთა სიმრავლე შეიმჩნეოდა და არც ამომრჩეველთა აქტივობა. საარჩევნო უბნების შიგნითაც სრული სიმშვიდე სუფევდა. ფაქტია, რომ მშვიდი ვითარება საარჩევნო უბნებზე, მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში გაგრძელდა. საღამოს საათებში უბნებზე ამომრჩევლების რაოდენობამ შედარებით იმატა, ზოგან რიგში დგომაც კი დაჭირდა ამომრჩეველს.

ლანჩხუთში სერიოზული დარღვევები არ აღნიშნულა, თუმცა, რამდენიმე საჩივარი მაინც დაიწერა. მაგალითად, ოლქში არჩევნების დღეს მყოფმა ოპოზიციის წარმომადგენელმა ლადო აფხაზავამ თქვა, რომ მან ორი საჩივარი დაწერა. მისი თქმით, უბნებიდან მოტანილ დალუქული დოკუმენტაციის სპეცპაკეტებს, პირდაპირ ოლქის წინ გლეჯდნენ და ახალ პაკეტში ათავსებდნენ. სწორედ ამის თაობაზე მიმართა აფხაზავამ ოლქს საჩივრით. თუმცა, როგორც ოპოზიციაში ამბობდნენ, ამ საჩივრის შემდეგ მათ წარმომადგენელზე ზეწოლის მოხდენას ცდილობდნენ, რომ გამოეტანა ის საჩივარი, რომელიც ზემოთ ნახსენები დოკუმენტაციის თაობაზე დაწერა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით საოლქო კომისიამ განმარტა, რომ მათთვის უცნობი იყო, რა ხდებოდა შენობის მიღმა და ისინი იმ უფლება-მოვალეობის შესრულებით იყვნენ დაკავებულები, რაც კანონით აქვთ მინიჭებული.

“გურია ნიუსთან” საუბარში სხვადასხვა უბნის რამდენიმე ამომრჩეველმა აღნიშნა, რომ უბანზე შესვლამდე მათთვის არ მომხდარა შემოწმება, ჰქონდათ თუ არა მარკირება: “პირადობა ვაჩვენეთ და ჩვეულებრივ შეგვიშვეს. არავის შეუმოწმებია, გვქონდა თუ არა მარკირება. ბიულეტენი რომ მოგვცეს, მაშინ კი გაგვიკეთეს, მაგრამ მანამდე არავის არაფერი შეუმოწმებია _ არ დაუნათებიათ თითზე, როგორც წინა არჩევნებისას ხდებოდა”.

ოპოზიცია ლანჩხუთში თანხმდება, რომ ეს არ იყო სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები.

მათი თქმით, ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული რესურსის არამართლზომიერ გამოყენებას, მოსყიდვებს, დაშინებებს, კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელთა გამწესებას ამომრჩეველთა ნების გასაკონტროლებლად, რაც, ტრადიციულად, ჩვენში ჩატარებული არჩევნების თანამდევი ატრიბუტიკაა. ამასთან,მსგავსი სარღვევების შესახებ საჩივრები არ დაფიქსირებულა.

ლანჩხუთში არჩევნებზე მიღებული შედეგებით კმაყოფილია მმართველი გუნდი და მხარდამჭერებს მადლობას უცხადებს:

“ძვირფასო ლანჩხუთელო ამომრჩევლებო, ყველამ ვიცით, თუ რა პრინციპული მნიშვნელობის იყო 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები. თქვენი ერთი ხმაც კი გადამწყვეტი იყო ჩვენი გუნდის, “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” გასამარჯვებლად.

დიდ მადლობას ვუხდი თითოეულ თქვენგანს. მადლობას გიხდით ერთგულებისთვის, თანადგომისთვის, მხარდაჭერისთვის.

ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ, ეს ჩვენი ერთობლივი გამარჯვებაა საქართველოს წინსვლისა და კეთილდღეობისთვის”.

რაც შეეხება ოზურგეთს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლები, ნასაკირალი და ჭანიეთი რთულ უბნებად მოიაზრებოდა და მოიაზრება იმ კუთხით, რომ აქ სახელისუფლებო პარტიას უმრავლესობა მხარს არ უჭერდა. ძირითადად, ყველა არჩევნებზე გამარჯვებულ პოზიციაზე რჩებოდა “ნაციონალური მოძრაობა”. გარდა ამისა, ყოველი არჩევნების წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამავე უბნებზე ადგილი ექნებოდა ექსცესებს, სხვადასხვა დაპირისპირებას და ასე შემდეგ. ასე იყო ამ საპარლამენტო არჩევნების დაწყებამდეც.

“გურია ნიუსი” არჩევნების მიმდინარეობას ზემოთ აღნიშნულ ორივე უბანზე აკვირდებოდა. დასაწყისიდანვე გამოიკვეთა, რომ არჩევნები ძალიან მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა.

 სოფელ ნასაკირალში ორი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ორივეგან, როგორც აქ მოსულმა ამომრჩევლებმა, კომისიების წევრებმა თუ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ადგილობრივმა ლიდერმა ბესო ქათამაძემ გვითხრეს, პროცესი ძალიან მშვიდად მიმდინარეობდა:

_ არანაირი ექსცესი არ ყოფილა. დილიდანვე აქ ვარ. სიწყნარეა, ხომ ხედავთ თქვენც, სიმშვიდეა და ხალხის აქტივობაც მაღალია, _ გვითხრა ენმ-ს რაიონული ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა ბესო ქათამაძემ, რომელიც ნასაკირალის მკვიდრია. მან, ასევე, აღნიშნა, რომ ყოველთვის მომხრეა, არჩევნები მშვიდ, წყნარ გარემოში ჩატარდეს, ადამიანებს ჰქონდეთ იმის უფლება და საშუალება, თავიანთი არჩევანი გამოხატონ ზეწოლის გარეშე.

ნასაკირალის ამომრჩევლებმა, ახალგაზრდებმა, განსაკუთრებით აღნიშნეს საარჩევნო პროცესის მშვიდად მიმდინარეობის შესახებ და თქვეს, რომ მომხრე არიან მხოლოდ სტაბილურობის და სიმშვიდის.

ნასაკირალის ორივე უბანზე დილიდანვე შეიმჩნეოდა ამომრჩეველთა აქტიურობა. განსაკუთრებით, ჭარბობდნენ ახალგაზრდები. ჩვენ არა ერთ მათგანს გავესაუბრეთ:

ბექა აბულაძე, 25 წლის: “კი არის პანდემია, მაგრამ ეს არ გვბოჭავს, რომ ხმა მივცეთ სასურველ კანდიდატს. ყველაზე ძალიან კი მშვიდი გარემო მომწონს, რაც აქ დილიდანვე სუფევს. მივესალმები წყნარ გარემოს, სადაც შიში არ იქნება და ყველა უპრობლემოდ გამოხატავს თავის არჩევანს”.

ბესიკ აბულაძე, 23 წლის: “მთავარია, იყოს სიმშვიდე. ჯერჯერობით, ყველაფერი კარგად მიდის. დიდი სურვილი გვაქვს, დღის ბოლომდე ასე გაგრძელდეს და არჩევნები მშვიდობიანად დასრულდეს. მინდა ყველამ დაინახოს, რომ ჩვენ ვართ მშვიდობიანი არჩევნების მომხრე”.

დათო ქათამაძე, 21 წლის: “დილით ხმის მისაცემად მოვედი და უკვე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია. აქ შევჩერდი. ჩემს მეგობრებს შევუერთდი და ვდგავართ წყნარად უბანთან, ვსაუბრობთ. როგორც ჩემმა მეგობრებმა თქვეს, სიმშვიდეა მთავარი და ყველა ამ აზრზე ვართ _ წყნარად, ზეწოლის გარეშე დააფიქსიროს ყველამ თავისი პოზიცია”.

_ ძალიან მშვიდი გარემოა. ერთი ხმამაღალი სიტყვა არ თქმულა. დილიდანვე მაღალია აქტივობა. ვისურვებდი, ასე დასრულდეს დღევანდელი დღე, _ გვითხრა ნასაკირალის 59-ე უბნის კომისიის თავმჯდომარემ.

ასევე გვითხრეს, რომ ნასაკირალის ცენტრში შეინიშნებოდა სპორტული აღნაგობის პირების გადაადგილება. თუმცა, მათ “გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნეს, რომ ადგილობრივი ამომრჩევლები არიან და არც ფოტოგადაღებაზე უთქვამთ უარი…

საბოლოოდ, ნასაკირალის ნომერ 59-ე უბანზე, როგორც ბოლო წლების მანძილზე ხდებოდა, გამარჯვება “ნაციონალურმა მოძრაობამ” მოიპოვა, რომელმაც 360 ხმა მიიღო. “ქართულმა ოცნებამ” _ 263 , ხოლო “ევროპულმა საქართველომ” 54 ხმა მოიპოვა. რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს, აქ “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა მანუჩარ კვირკველიამ 374 ხმა მიიღო, მმართველი პარტიის კანდიდატმა, ვასილ ჩიგოგიძემ _ 284 ხმა, ხოლო “ევროპული საქართველოს” კანდიდატმა ხათუნა გოგორიშვილმა _ 57 ხმა.

რაც შეეხება სოფელ ჭანიეთს, აქაც, ისევე როგორც ნასაკირალში, ბოლო წლებში განსაკუთრებით, ყოველთვის “ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავდა მეტი მხარდამჭერი. თუმცა, წინა საპარლამენტო არჩევნებზე “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა.

ახლანდელი საპარლამენტო არჩევნების წინ, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აქ ადგილი ექნებოდა ექსცესებს _ ეს პარლამენტის თავმჯდომარემაც კი გაახმოვანა.

როგორც ცნობილია, “ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთელი ლიდერები _ ბესო ქათამაძე და დავით მჟავანაძე, ნასაკირალის და ჭანიეთის მკვიდრები არიან. მათ თავიანთ სოფლებში ბევრი ჰყავთ მხარდამჭერი, განსაკუთრებით, ახალგაზრდები.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჭანიეთში მშვიდ გარემოში ჩატარდა და აქ გამარჯვება პარტია “ქართულმა ოცნებამ” (334 ხმა) და მისმა კანდიდატმა ვასილ ჩიგოგიძემ (327 ხმა) მოიპოვეს. პარტია “ნაციონალურმა მოძრაობამ” _ 153 ხმა, ხოლო მისმა კანდიდატმა მანუჩარ კვირკველიამ 148 ხმა მიიღეს.

როგორც ადგილობრივები აღნიშნავდნენ, არჩევნები ძალზე მშვიდ გარემოში ჩატარდა.

_ ნაკლებად გვახსოვს ასე ზედმიწევნით მშვიდი არჩევნები. აქტივობაც საკმაოდ მაღალი იყო. ჭანიეთის 53-ე უბანზე სულ რეგისტრირებულია 810 ამომრჩეველი და გამოცხადდა 559 ადამიანი, _ გვითხრა 53-ე უბნის საარჩევნო კომისიის მდივანმა თამარ ზაქრაძემ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რუსეთს ეკონომიკურ ზიანს ვერ მოუტანდა თეორიული სანქციები, საქართველოსთვის კი ექნებოდა სერიოზული ეფექტი

18:44; 5 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

“უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმები, რომლებიც ამას უზრუნველყოფს”- კობახიძე

18:08; 5 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

კობახიძე: საქართველო გვინდა, გახდეს საბოლოოდ ევროკავშირის წევრი

17:48; 5 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

„ძალზედ ბევრი მაქვს სათქმელი“ – გივი თარგამაძე

13:17; 5 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ საორგანიზაციო სხდომა გამართა

16:12; 4 თებერვალი, 2026

ვინ ვის და რატომ მისცა თანხა გორაბერეჟოულის საარჩევნო უბანზე

ნიკა მელიას 70 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ყველა სიახლე

ფინანსები

“პრემიერის ინიციატივის გათვალისწინებით, კვერცხის ფასს 5%-ით ვამცირებთ” – მწარმოებელთა განცხადება

12:51; 6.02.2026
სამართალი

სასაზღვრო პოლიციამ ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

11:05; 6.02.2026
სამართალი

შსს – “პოლიციაში თავად გამოცხადდა და დანაშაული აღიარა”

10:58; 6.02.2026
სამართალი

“მაღაზიის საწყობში გაიყვანა და 17 ჭრილობა მიაყენა…” _ სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

10:17; 6.02.2026
საზოგადოება

ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის გამოცხადება დაიგვიანებს – რით ამშვიდებს აბიტურიენტებს NAEC და განათლების სამინისტრო

10:07; 6.02.2026
საზოგადოება

ძალაში აღარ შევა ცვლილება, რომელიც მასწავლებელს სკოლაში დასაქმებას 3 წლით უზღუდავდა

10:04; 6.02.2026
მსოფლიო

დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

9:53; 6.02.2026
საზოგადოება

როგორ უნდა მოიქცეთ ჯარიმების გამო ანგარიშების დაყადაღების შემთხვევაში

22:00; 5.02.2026
სამართალი

ქმარმა ცოლი მოკლა

21:47; 5.02.2026
საზოგადოება

რამდენმა მოსწავლემ მიატოვა სწავლა გურიაში

20:50; 5.02.2026
საზოგადოება

“პროდუქტის ფასის პრობლემა პირდაპირ კავშირშია ქსელური და ტრადიციული ობიექტების ურთიერთობასთან”

20:48; 5.02.2026
საზოგადოება

საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის პრობლემები ლანჩხუთში

20:46; 5.02.2026
ზაფრანი

წარმატების ჰოროსკოპი

19:27; 5.02.2026
ზაფრანი

„უფულობის სენი“

19:19; 5.02.2026
ზაფრანი

ვინ იტყუება „ჭკვიანურად“

19:12; 5.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო