როგორც უკვე ვწერდით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ოზურგეთში ბოქლომი პალმის ხეს დაადეს.
“ნაცმოძრაობის“ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წვერის ბესო ქათამაძე მედიასთან საუბრისას შემდეგ კომენტარს აკეთებს:
“დავლუქეთ პალმის ხე… ხელისუფლების ბელადის საყვარელი ხე. ეს ერთი ხე დარჩა აქ (საუბარია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე) და ერთი გახმა, სამწუხაროდ“,
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ღურჯუმელიძე “გურია ნიუსთან“ ამ ფაქტთან დაკავშირებით შემდეგ კომენტარს აკეთებს:
“რაც შეეხება თითქოს “დაბოქლომებებს, მათ აქვს აზროვნება დაბოქლებული. ბოქლომს ადებენ პალმას და სხვას ვერაფერს აკეთებენ“, _ აღნიშნა გიორგი ღურჯუმელიძემ.
ამავე თემაზე:დაპირისპირება ოზურგეთის მერიასთან _ ოპოზიციამ ბოქლომი პალმის ხეს დაადო