SEOოპტიმიზაცია, SMM და ვებ-ანალიტიკა. რეკომენდაციები ბიზნესის მფლობელებისთვის – როგორ მოვახდინოთ გაყიდვების ამაღლება დიჯითალ მარკეტინგის მეშვეობით.
კომპანია MSG (Marketing Solutions Georgia) გთავაზობთ ბიზნეს-რეკომენდაციებს, რომლებიც დაგეხმარებათ შემოსავლის გენერირების ყველაზე ეფექტური წყაროების გამოვლინებაში და მათ დანერგვაში თქვენს სამომავლო ბიზნეს პროცესებში.
სოციალური მედია მარკეტინგი. თარგეტირების მნიშვნელობა
სამწუხაროდ, ძალიან ბევრი კომპანია არ აქცევს ყურადღებას ისეთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, როგორიც არის თარგეტირება. მოკლედ რომ აღვწეროთ, თარგეტირება არის სარეკლამო ინსტრუმენტი, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას ანახოთ რეკლამა მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც მასში მაქსიმალრად იქნებიან დაინტერესებულნი. Facebook-ის სარეკლამო კაბინეტში შეგიძლიათ მოახდინოთ აუდიტორიის ფილტრაცია, აირჩიოთ ასაკობრივი დიაპაზონი, სქესი, გეოგრაფიული მდებარეობა, კარიერული სტატუსი და ა.შ. მაგალითად, თუ ყიდით ძვირადღირებულ საათებს, კარგად გექნებათ გათვითცნობიერებული, რომ თქვენი სამიზნე აუდიტორია საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანებისგან შედგება. მიუხედავად იმისა, რომ ფეისბუკის სარეკლამო კაბინეტში ასეთი კატეგორია არ არსებობს, მათი გამოყოფა მაინც არის შესაძლებელი. სარეკლამო კაბინეტში განცხადების შექმნის დროს, გააკეთეთ თარგეტირება კომპანიების მფლობელებზე, დირექტორებზე, ტოპ-მენეჯერებზე. კარგი თარგეტირება გამოიყურება შემდეგნაირად:
- გეოგრაფია: საქართველო, თბილისი
- სქესი: მამაკაცები
- ასაკობრივი დიაპაზონი: 25-55 წ.
- კარიერული სტატუსი: თანამდებობა – დირექტორები, ტოპ-მენეჯერები, კომპანიის მფობელები, CEO, CMO, მარკეტინგის ხელმძღვანელი.
ასეთი რეკლამა იქნება მაქსიმალურად ეფექტური და შედეგის მომტანი.
SEO ოპტიმიზაცია
თუ კომპანიას გააჩნია საიტი, მნიშვნელოვანია მოხდეს მისი SEO აუდიტი და SEO ოპტიმიზაცია. საიტის საძიებო ოპტიმიზაცია პირობითად შეგვიძლია გამოვყოთ სამ დიდ ნაწილად: ტექნიკური, კონტენტ და linkbuilding (სწორი ბმულების პროფილის შექმნა). მცირე ბიუჯეტის მქონე კომპანიებისთვის ეს მეთდი ერთ-ერთ საუკეთესოს წარმოადგენს.
აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ვებ-რესურსი იყოს მაქსიმალუად მორგებული ვიზიტორებზე და მომხმარებლებზე. თუ ვიზიტორისთვის ის იქნება არაკომფორტული, უინტერესო და ექნება რთული ნავიგაცია, Google, Bing, Yandex და სხვა საძებო სისტემემები დაწევენ მის პოზიციებს.
ვებ-ანალიტიკა
ვებ-ანალიტიკა არის კომპანიის მიერ ინტერნეტში ჩატარებული მარკეტინგული ღონისძიებების ანალიტიკური შეფასებისა და შედარების პროცესი. მაგალითად, რამდენმა ადამიანმა ნახა რეკლამა; რამდენმა ადამიანმა ნახვის შემდეგ დააჭირა მას რომ გადასულიყო საიტზე; საბოლოოდ რამდენმა ადამიანმა შეიძინა პროდუქტი და ა.შ. ვებ-ანალიტიკა გულისხმობს სხვადასხვა მარკეტინგული მახასიათებლების დათვლას. იმისთვის, რომ გქოდნეთ დეტალური ინფორმაცია ყველა თქვენს მარკეტინგულ ღონისძიებაზე – იქნება ეს რეკლამა Facebook-ზე, Google-ში ან სხვა რაიმე რესურსზე – საჭიროა ვებ-ანალიტიკის ინსტრუმენტების დანერგვა. საქართველოს ფარგლებში ყველაზე საჭირო და აქტუალური ანალიტიკის სერვისებია:
- Google Analytics
- Facebook Pixel
ამ ორი ინსტრუმენტის მეშვეობით შეგიძლიათ ნახოთ, თუ რამდენად ეფექტური აღმოჩნდა ესა თუ ის კამპანია, რამდენად კარგია მიღებული შედეგები იმ ბიუჯეტიდან გამომდინარე, რომელიც იყო გამოყოფილი და ა.შ.
(R)