სწორად უნდა შეარჩიოთ ყავის მარცვლები – დარწმუნდით, რომ ხარისხიან ყავის მარცვლებს ყიდულობთ. უმჯობესია არაბიკას მარცვლები. ასევე, მისი ყიდვის დროს დარწმუნდით, რომ მარცვლები ახალია. შესაძლოა, რამდენიმე კვირის წინ იყოს მოხალული. ყავას იდეალური გემო მაშინ აქვს, თუ დაახლოებით 3-4 დღის მოხალულია. არავითარ შემთხვევაში არ შეინახოთ მაცივარში, რადგანაც ამ შემთხვევაში სურნელი და გემო დაეკარგება. შეინახეთ ის ოთახის ტემპერატურაზე, კონტეინერში.
გამოიყენეთ გაფილტრული წყალი – გაუფილტრავი წყლითა და გაფილტრულით მომზადებულ ყავას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. გაფილტრული წყალი მაქსიმალურად უნარჩუნებს ყავას ნამდვილ გემოს.
დოზის სწორად განსაზღვრა – ოქროს სტანდარტი ასეთია – ერთი ფინჯანი ყავის მოსამზადებლად ორი ჩაის კოვზი ყავა უნდა გამოიყენოთ.
ტემპერატურა – ყავის გემოზე მისი ტემპერატურაც გავლენას ახდენს. თუ ძალიან ცხელ ყავას მიირთმევთ, ვერ შეიგრძნობთ მის ნამდვილ გემოს. სრულყოფილი ყავის გემოს მაშინ შეიგრძნობთ, თუ ის საშუალო ტემპერატურისაა – არც ცივია და არც ძალიან ცხელი.
აუცილებლად იზრუნეთ სისუფთავეზე – მისი მოსამზადებელი ჭურჭელი აუცილებლად კარგად უნდა იყოს გარეცხილი. თუ ხუთი წუთი წინ ყავა მოამზადეთ, არ გარეცხეთ და მასში კვლავ ყავას ამზადებთ, დაივიწყეთ ყავის ნამდვილი გემო და სურნელი.