გურიაში 1-ელ აპრილამდე უნალექო, თბილი ამინდი იქნება,_ ამის შესახებ „გურია ნიუსს“ აგარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
გვაზავას თქმით, 2 აპრილიდან კვირის ბოლომდე ჰაერის ტემპერატურა ისევ დაიკლებს, დაბლობში იწვიმებს, მაღალ მთაში კი მოთოვს.
„პირველი აპრილის ჩათვლით გურიაში უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი. 31 მარტს გაძლიერდება აღმოსავლეთ მიმართულების ქარი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მოსალოდნელია +17, + 22 გრადუსი. ღამის ტემპერატურა მოიმატებს, დაახლოებით + 4, + 6 გრადუსი იქნება.
2 აპირილიდან კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი კვირის ჩათვლით. გაწვიმდება, მაღალ მთაში გათოვდება. ჰაერის ტემპერატურა + 12, +14 გრადუსამდე დაიკლებს დაბლობში, მთიან რაიონებში +7 +9 გრადუსი იქნება. მაღალ მთაში +5 დაფიქსირდება“,_ გვითხრა გვაზავამ.