ცოტნე გამსახურდიას გადაუდებელ ოპერაციას უტარებენ.
კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, ცოტნეს ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული და მძიმე მდგომარეობაშია.
“როგორც ვიცი მარტო იყო. ერთადერთი რაც ვიცი, მას ჭრილობები დანით გულ-მკერდისა და თავის არეში აქვს მიყენებული,“_ ამბობს კონსტანტინე გამსახურდია.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტა ხნის წინ დაჭრეს.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.