15 საათის მონაცემებით, ჩოხატაურის #62 საარჩევნო ოლქში, სადაც 18 304 ამომრჩეველია რეგისტრირებული, საკუთარი არჩევანი 8527-მა მოქალაქემ დააფიქსირა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 46.6%-ს შეადგენს.
ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თემურ კუტუბიძის ინფორმაციით, არჩევნები ყველა უბანზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
“ჯერჯერობით, მხოლოდ დილას, უბნის გახსნის დროს, საია-ს მიერ დაწერილი საჩივარია შემოსული გოგოლესუბნის საარჩევნო უბანთან დაკავშირებით, სადაც კომისიის წევრმა უარი განაცხადა რეგისტრატორობაზე. სხვა საჩივარი რაიმე სახის დარღვევებთან დაკავშირებით, ამ ეტაპისთვის არ შემოსულა, _ განაცხადა “გურია ნიუსთან” საუბრისას თემურ კუტუბიძემ.