17 საათის მონაცემებით, ჩოხატაურის #62 საარჩევნო ოლქში, სადაც 18 304 ამომრჩეველია რეგისტრირებული, საკუთარი არჩევანი 10 028-მა მოქალაქემ დააფიქსირა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 54.8-%-ს შეადგენს.
ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თემურ კუტუბიძის ინფორმაციით, არჩევნები ყველა უბანზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მისივე თქმით, პროცენტული მაჩვენებლით, ყველაზე მეტი ამომრჩეველი დიდივანის საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა.
“დიდი ვანში სულ 108 ამომრჩეველია, საკუთარი ნება უკვე გამოხატა 80-მა ამომრჩეველმა, რაც 80 პროცენტს აჭარბებს”, _ გვითხრა თემურ კუტუბიძემ.