„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ პარლამენტში ხინკალი მიიტანა.
ხინკალი დეპუტატის შეკვეთით ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზთან მიიტანეს, სადაც იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენა მიმდინარეობდა.
„თუ უდიპლომო არ მიდის ხინკალთან, ხინკალი თავად მიდის დიპლომიანებთან“,_ასეთი წარწერა ახლდა ხინკლის ყუთებს.
„მიუხედავად ჩემი შეთავაზებისა, თუ ერთ-ერთი კანდიდატის, შალვა თადუმაძის თანაკურსელები გამოჩნდებოდნენ, მათ ხინკალზე დავპატიჟებდი, კურსელების აღმოჩენა ვერ მოხერხდა, თუმცა, პირობის შესრულება მაინც გადავწყვიტე.
ცოტა არ იყოს მეწყინა, მეგონა 10-12 კაცი იქნებოდა, ძალიან დიდ ფინანსურ ზარალში გადავვარდები მე, მაგრამ რას ვიზამ, რაც ჩანაფიქრი მაქვს უნდა ავასრულო. ჯგუფელების გვარს არ ასახელებთ და რომელ სახინკლეში დადიოდით, ის მაინც თქვით“, _ მიმართა გოცირიძემ თადუმაძეს.
მან ხინკალზე თადუმაძის ლექტორებიც მიიპატიჟა.
„ერთი ლექტორი მაინც თუ გამოჩნდება, რომელიც თადუმაძეს ასწავლიდა, სახინკლეში კი არა, ყველაზე მაღალ რესტორანში, მთაწმინდაზე ვეპატიჟები“,_ განაცხადა გოცირიძემ.