“გუშინ პარლამენტში ვერ გავიდა რეზოლუცია “ნაციონალური მოძრაობის” დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ.
ეს რომ მიეღოთ, ამას მოჰყვებოდა უმძიმესი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები. ამის შესახებ გააფრთხილა უმრავლესობის წევრები პარლამენტის თავმჯდომარემ და მოუწოდა მათ, არ დაეჭირათ მხარი „პატრიოტთა ალიანსის“ ამ უგუნური ინიციატივისათვის: გულით რეზოლუციის მხარეზე ვარ, მაგრამ სამართლებრივად ვერაო, ბრძანა სპიკერმა.
მაინც ვერ შევიდა ზოგიერთების თავში მათი თავმჯდომარის ნათქვამი. დღეს პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზის წინ გამოვაკარი ”სამარცხვინო სია” იმ 45 ბნელი დეპუტატისა, რომელმაც ამ რეზოლუციას დაუჭირა მხარი”, _ წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში და შესააბამის ვიდეოს ავრცელებს.