რეგიონის გუბერნატორებს თანამდებობები დღეს დაატოვებინეს.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით პოსტები მხოლოდ რაჭა-ლეჩხუმის და კახეთის გუბერნატორებმა შეინარჩუნეს.
თემაზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ მთავრობის ადმინისტრაციაში და შესაბამისად უცნობია, რა პრინციპით შეარჩია ბახტაძემ გასაშვები და დასატოვებელი კადრები.
ამ დრომდე უცნობია რატომ მოხდა წამსვლელთა სიაში გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, რომლის შესახებაც ორი დღის წინ მთავრობის პიარი ამბობდა, რომ არსად არ უშვებდნენ და თანამდებობას ინარჩუნებდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჭანუყვაძის გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. ჟურნალისტები, რიგითი მოქალაქეები და საჯარო მოხელეები მთავრობას ამ გადაწყვეტილებას უწუნებენ და აღნიშნავენ, რომ ჭანუყვაძის სახით ბახტაძემ სამართლიანი, პრინციპული და ღირსეული კადრი დაკარგა.
ჩვენი ინფორმაციით, ამ თემაზე მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს საგანგებო ბრიფინგი უნდა გაიმართოს.