საქართველოს პარლამენტის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ და ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ საარჩევნო უბანზე ერთდროულად დააფიქსირეს თავისი არჩევანი.
ზვიად კვაჭანტირაძემ საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
_ ბატონო ზვიად, როგორ შეაფასებდით საარჩევნო პროცესებს ოზურგეთში?
_ წინასაარჩევნო პერიოდში ღრმად ჩახედული არ ვარ და აქედან გამომდინარე, ვერაფერს გეტყვით. მე ხმას ვაძლევ ოზურგეთში და მხარი დავუჭირე “ქართული ოცნების“ კანდიდატს.
_ საუბარია, რომ არჩევნებზე ადგილი აქვს ფსიქოლოგიურ ზეწოლას?
_ ყველა არჩევნებს მოსდევს ასეთი ბრალდებები, რაც თავი მახსოვს. თუ რამე დარღვევები არსებობს, უნდა მიმართონ შესაბამის უწყებებს.
_ ბატონო ზვიად, პირველ ტურში მიიღეთ მონაწილეობა?
_ არა, არ ვიყავი საქართველოში.
_ თუ არჩევნებში დამოუკიდებელმა კანდიდატმა გაიმარჯვა მიულოცავთ თუ არა ახალარჩეულ მერს წარმატებას?
_ არა, იმ შემთხვევაში მივულოცავ, თუ ეს იქნება “ქართული ოცნების“ კანდიდატი და ეს ასე იქნება.