ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამ დროისთვის გამოქვეყნებული ოქმების თანახმად, მერის ასარჩევად მეორე ტური ქვეყნის მასშტაბით ექვს მუნიციპალიტეტში გაიმართება.
ამ მონაცემებით მეორე ტური უნდა დაინიშნოს ოზურგეთში, მარტვილში, ქუთაისში, ბორჯომში, ხაშურში და თიიანეთში, სადაც წინასწარი მონაცემებით, დანარჩენი მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, არა “ქართული ოცნების” კანდიდატი, არამედ საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი თამაზ მეჭიაური იკავებს.
მეჭიაური მიიჩნევს, რომ მან გამარჯვება პირველივე ტურში მოიპოვა და “ქართულ ოცნებას” გაყალბებაში ადანაშაულებს.
“მივმართავ ხელისუფლებას და “ქართულ ოცნებას”! ასეთი რა ვალი გაქვთ ამ პარაზიტის, რომ სპეცნაზს უგზავნით და აყალბებინებთ ოქმს, რითაც მართმევთ გამარჯვებას? ჩემი თავი ჯანდაბას, ხალხს რატომ იგდებთ აბუჩად? ესაა თქვენი სახე? ყველაფერს აქვს საზღვარი!” _ წერს მეჭიაური ფესიბუქის საკუთარ გვერდზე.
ამ ყველაფერში მეჭიაური თიანეთის მაჟორიტარ დეპუტატს ზაქარია ქუცნაშვილს ადანაშაულებს, რომელიც “გურია ნიუსის” სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.