ჩოხატაურში საატესტატო გამოცდაზე 201 მოსწავლე გავიდა, თუმცა, ზღვარი 43-მა მათგანმა ვერ გადალახა.
ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის შორენა სიხარულიძის ინფორმაციით ქართულ ენასა და ლიტერატურაში მინიმალური ზღვარის გადალახვა ვერ შეძლო 2-მა მოსწავლემ; ისტორიაში _ 6-მა; მათემატიკაში 20 მოსწავლე ჩაიჭრა; ხოლო უცხო ენაში _5.
რაც შეეხება წარმატებულ მოსწავლეებს _ ჩოხატაურის მასშტაბით 10 ქულიანი შეფასება თითო საგანში სულ ექვსმა მოსწავლემ დაიმსახურა.
აქედან სამი _ დიმიტრი კუტუბიძე, გვანცა კილასონია და თამარ ბერძენიშვილი, რომლებმაც შეფასება 10 ქართულ ენასა და ლიტერატურაში მიიღეს, პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები არიან და ეს სკოლა, წარმატებული მოსწავლეების რაოდენობით, შარშანდელის მსგავსად, ლიდერ პოზიციაზეა.
წარმატებული მოსწავლეებიდან ორი _ სანდრო ქავთარაძე და მარიამ ნინიძე, რომლებმაც უმაღლესი შესაფასება ასევე ქართულ ენასა და ლიტერატურაში მიიღეს, სამრევლო სკოლის კურსდამთავრებულები გახლავთ;
ხოლო ერთი _ თამარ სიხარულიძე შუა ამაღლების საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია. თამარმა უმაღლესი შეფასება ინგლისურში მიიღო.