მესამე დღეა გურიის სამივე მუნიციპალიტეტში თოვს. 18 თებერვლიდან რამდენიმე სოფელში მოსახლეობას, უამინდობის გამო, ელექტროენერგია არ მიეწოდება.
როდის აღუდგებათ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება? _ ამ კითხვით „გურია ნიუსი“ “ენერგოპრო ჯორჯიას“ პრესსამსახურს დაუკავშირდა.
„ამ დროისთვის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ელენერგია აბონენტებს უწყვეტად მიეწოდებათ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კი ავარიულად გათიშულია სოფლები: თხინვალი და კონჭკათი, ასევე, ნაწილობრივ შეზღუდვებია სოფლებში: შრომა, ნატანები, სილაური, ჯუმათი და ბაილეთი.
ლანჩხუთში შეზღუდვით მიეწოდება ელენერგია სოფლებს მამათსა და მოედანს.
ავარიული შემთხვევები ამინდის გაუარესებამ გამოიწვია, დაზიანდა რამდენიმე ელქტრო გადამცემი ბოძი და გარკვეულ უბნებში დაზიანებულია სადენები“,_ გვითხრეს “ენერგო პრო ჯორჯიაში“.