საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბორჯომის შეკრება დაასრულა და ხვალ რომში გაემგზავრება.
იტალიის დედაქალაქი 10-16 თებერვალს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატს უმასპინძლებს და ერთკვირიანი შეჯიბრების პირველი სამი დღე ბერძენ-რომაელებს დაეთმობათ _ ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.
საქართველო ევროკონკურენციაში ათი სპორტსმენით ჩაებმება. განაცხადში არიან მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია (55 კგ) და ლაშა გობაძე (82 კგ).
საქართველოს ნაკრები: 55კგ _ ნუგზარ წურწუმია (ხობი); 60კგ _ ამირან შავაძე (აჭარა); 63კგ _ ლევან ქავჟარაძე (ოზურგეთი); 67კგ _ გიორგი შოთაძე (ლანჩხუთი); 72 კგ _ იური ლომაძე (ოზურგეთი); 77კგ _ დემურ ქავთარაძე (გარდაბანი); 82კგ _ ლაშა გობაძე (აჭარა); 87კგ _ თორნიკე ძამაშვილი (გარდაბანი); 97კგ _ რევაზ ნადარეიშვილი (თბილისი); 130კგ _ ლევან არაბული (მცხეთა).