მეცნიერებმა აღმოაჩინეს კავშირი სისხლის ტიპსა და COVID-19-ით ინფიცირების შედეგს შორის, გენომის ფართო ასოციაციის კვლევის გამოყენებით. ამის შესახებ ინფორმაციას livescience ადამიანის გენომის კვლევითი ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მკვლევარები იმედოვნებენ, რომ ეს და სხვა აღმოჩენები მიუთითებს გზას COVID-19- ის ბიოლოგიის უფრო საფუძვლიანი გაგებისკენ.
მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ სისხლის გარკვეულ ტიპებთან ასოცირებულმა გენებმა შეიძლება გაზარდოს COVID-19-ით მძიმედ ინფიცირების რისკი, რაც გამოიწვევს რესპირატორულ უკმარისობას და სიკვდილს.
კვლევის ავტორებმა დაადგინეს, რომ დაავადადების მძიმედ გადატანის რისკის ქვეშ მეორე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები 50% -ით უფრო მეტად არიან, ვიდრე სხვა სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანები.
მათი თქმით, პირველი სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანებს, კორონავირუსით დაიფიცირების შემთხვევაში, 50% -ით შემცირებული აქვთ COVID-19- ის მწვავე სიმპტომების განვითარების რისკი.
ეს ახალი აღმოჩენები წარმოიშვა დიდი კვლევითი ძალისხმევით, რომელსაც ხელმძღვანელობდა ანდრე ფრანკე, ქრისტიან-ალბრეხტ-უნივერსიტეტის მეცნიერი ტომ კარლსენთან ერთად ოსლოში. მათ კვლევაში შედის 1,980 ადამიანი, რომლებიც მკურნალობდნენ მძიმე COVID-19–ის დიაგნოზზე და რესპირატორული უკმარისობით, იტალიასა და ესპანეთში შვიდი სამედიცინო ცენტრში.
როგორც ცნობილია, მრავალი სხვა ფაქტორი განსაზღვრავს, თუ რამდენად მკვეთრად მოქმედებს დაავადება ინდივიდზე.
მაგალითად, გულის დაავადება, ფილტვების ქრონიკული დაავადება და დიაბეტი მნიშვნელოვნად ზრდის COVID-19– ისგან დაღუპვის შანსს.