რუსთაველის გამზირის სავალ ნაწილზე კარვები გადაიტანეს. გადაწყვეტილება ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა და ზაზა სარალიძემ მიიღეს. მათი თქმით, ბრძოლას გააგრძელენებ იმის მიუხედავად, იქნებიან თუ არა მოქალაქეები მათ გვერდით.
„დამარწმუნა დღეს გახარიას უწყებამ, თვითონ გახარიამ, რომ ესენი თვითონაც არიან ჩართულები ამ უსამართლო ბრძოლაში. მეჯახება მთავრობა და სისტემა?
მე აქ ვიქნები მანამ, სანამ ჩემი შვილის მკვლელებს არ გამოიყვანენ სააშკარაოზე და აბსოლუტურად ყველა იმ პიროვნებას, ვინც დაფარა ეს დანაშაული, მანამდე ვიდგები აქ, თუ არადა გამოუშვან ბეტეერები და გადამიარონ და ამით დამთავრდება მაგათი ილუზიები და ზღაპრული ბრძოლები, აქ ვიქნები მანამ, სანამ ჭეშმარიტება არ იზეიმებს…
ზაზა სარალიძე აქ დალევს სულს, სანამ მისი შვილის მკვლელები და მისი ხელის დამფარებლები არ იქნება გამოაშკარავებულები,“ _ განაცხადა ზაზა სარალიძემ.