მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ რუსეთს 4 წლით აუკრძალა ასპარეზობა მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებებში.
აღნიშნული აკრძალვა ნიშნავს, რომ რუსეთი2020 წლის ოლიმპიადას და 2022 წლის მსოფლიო თასს გამოტოვებს და ქვეყნის დროშა არ აღიმართება.
თუმცა, ათლეტებს, რომლებიც დოპინგის სკანდალში გახვეულები არ არიან მონაწილეობა ნეიტრალური დროშის ქვეშ შეეძლებათ.
რუსეთს გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად 21 დღე აქვს.