რუსეთში კორუფციის წინააღდმეგ გამართულ აქციაზე 500-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, ოპოზიციის ლიდერი, ალექსი ნავალნი დააპატიმრეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, დაკავების შემდეგ მან მომიტინგეებს აქციის გაგრძელებისკენ სოციალურ ქსელ „ტვიტერიდან“ მოუწოდა.
„კარგად ვარ და არ არის საჭირო ჩემს გამოსაყვანად ბრძოლა. დღეს ჩვენი მთავარი თემა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაა. გაიარეთ მოსკოვის მთავარ ქუჩაზე“,_დაწერა მან.
მისივე თქმით, პოლიცია მის ოფისში შეიჭრა და თანამშრომლები დააკავა.
როგორც ცნობილია, აქციაზე შეკრებილი ხალხი პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევს კორუფციაში ადანაშაულებდა და მის გადადგომას ითხოვდა.
გავრცელებული ცნობით, ყველა სააქციო მსვლელობა ოფიციალური ნებართვის გარეშე ჩატარდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, მომიტინგეები სკანირებდნენ :_ „ძირს პუტინი“, „რუსეთი პუტინის გარეშე“, „პუტინი ქურდია“, ხოლო მათ ნაწილს სახეები მწვანედ ჰქონდათ მოხატული, ოპოზიციონერ ლიდერზე რამდენიმე დღის წინ განხორციელებული თავდასხმის გამო.
გავრცელებული ცნობით, დემონსტრანტები ასევე დააკავეს სანკტ პეტერბურგში, ვლადივასტოკში, ნოვოსიბირში, ტომსკში და კიდევ რამდენიმე ქალაქში.
მაუწყებლის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთში ასობით მშვიდობიანი მომიტინგეს დაკავებას გმობს და ნავალნის დაკავების გამო წუხილს გამოთქვამს.
გავრცელებული ცნობით, კრემლი დემონსტრაციებს არ გამოეხმაურა.
როგორც კრემლის მიერ პარასკევს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მოსკოვში საპროტესტო აქციების დაგეგმვა უკანონო პროვოკაციაა.
მაუწყებლის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა მედვედევის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს პროპაგანდისტული შეტევა უწოდა, ხოლო თვითონ პრემიერ-მინისტრს კომენტარი არ გაუკეთებია.
ამავე თემაზე:
რუს ოპოზიციონერ ლიდერს მწვანე სითხე შეასხეს