“ჩვენ მხარს ვუჭერთ მოსკოვთან დიალოგს, მიუხედავად იმისა, რომ ეს მარტივი არ არის”, _ ეს განცხადება ნატოს გენერალურმა მდივნმა იენს სტოლტენბერგმა Deutsche Wirtschafts Nachrichten-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსს რუსეთთან ახალი ცივი ომის დაწყება არ სურს.
“ნატოს ქვეყნებს ბირთვულ საფრთხეებთან ბრძოლის დიდხნიანი გამოცდილება აქვთ. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბირთვული რაკეტები არსებობდა, ქვეყნებს ერთმანეთის წინააღმდეგ ისინი არ გამოუყენებიათ”, _ განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივნმა.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებითაც ილაპარაკა. მისი თქმით, ამ კონფლიქტის დარეგულირებაში დიდი როლი რუსეთსა და ჩინეთს აქვთ.
“ჩვენ ჩრდილოეთ კორეაზე მაქსიმალურ ზეწოლას ვახდენთ როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად. თუმცა ჩინეთსა და რუსეთს ამ საქმეში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ვინაიდან ისინი არიან ფხენიანის მეზობელი ქვეყნები და ასევე გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები”, – თქვა სტოლტენბერგმა.