https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

,,რუსმა, კილავ, უპრაგონოთ შეგვაწერა კომლზე ხუთი შაური“ _ ალექსანდრე წუწუნავას “ჯანყი გურიაში”

5:05; 19.05.2018
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ეგნატე ნინოშვილის რომანი “ჯანყი გურიაში” ასახავს გურიაში 1841 წელს მომხდარ მძლავრ აჯანაყებას, რომელსაც ორგანიზებული და მასობრივი ხასიათი ჰქონდა. “ჯანყი გურიაში” სხვა ნიშნებთან ერთად მკაფიოდ თვითმპყრობელობის და რუსეთის საწინააღმდეგო ხასიათს ატარებდა და მოსახლეობის ყველა ფენის, მათ შორის, თავადაზნაურობის დიდი ნაწილის უშუალო მონაწილეობით მიმდინარეობდა.

,,რუსმა, კილავ, უპრაგონოთ შეგვაწერა კომლზე ხუთი შაური, _ იგონებდა ამ აჯანყების (პუნტის) მონაწილე გოგია ვადაჭკორია. _ რომ გადაგვეხადა, კილავ, მეტს შეგვაწერდა, პაწეით შეგვაჩოვდა და მერე დაგვჯორგავდა. აგი ქე მიუხვდით და ვიპუნტეთ”.  კაჟიანი თოფებით შეიარაღებულმა გურულებმა რუსის რეგულარულ ჯარებს ვერ გაუძლეს, მაგრამ დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და ზიანიც მიაყენეს. რუსებმა აჯანყება სასტიკად ჩაახშეს და მას შემდეგ გლეხებზე წნეხი უფრო დამძიმდა.

,,ჯანყი გურიაში” ალექსანდრე წუწუნავას ჯერ კიდევ სცენაზე ჰქონდა დადგმული და მას დიდი აღიარება მოჰყვა. ,,ჯანყი გურიაში” ნამდვილი  ფსიქოლოგიურ დრამად არის გადაქცეული, _ წერდა ჟურნალი ,,ხელოვნება” (1925 წ. #7). აქ მთავარი გმირი თვით მასაა, მოზღვავებული, ბობოქარი, ფაფარ-აყრილი, რომელიც პირველ სიტყვიდან უკანასკნელამდე აქტიურია და მოქმედი. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ქართულ რამპას ასეთი ცოცხალი მასა ჯერ არ უნახავს”. ასე რომ, წუწუნავა ამ მასალას, ლიტერატურული პირველწყაროსა და ისტორიული მონაცემების მეშვეობით, ზედმიწევნით კარგად იცნობდა. ,,ისტორიული სიმართლის დაცვა და თან შეძლებისდაგვარად მკაფიოდ გაშლა იმ ტრაგედიისა, რომლის მთავარი მოქმედნი გლეხები იყვნენ _ აი, რას შეადგენდა რეჟისორის უპრველეს მიზანს“, _ წერდა კარლო გოგოძე.

ფილმის გადაღება რეჟისორის მშობლიურ სოფელ ლიხაურში მიმდინარეობდა. რეჟისორმა თავიდანვე უარი განაცხადა ეროვნული, ამ შემთხვევაში გურული ადათ-წესების, კოლორიტის და ეგზოტიკის თვითმიზნურ ჩვენებაზე, რაც ასე ხშირად იყო ორიენტალისტურ სურათებში, სადაც წინა პლანზე გარეგნული ნიშნები – ქამარ-ხანჯალი, ჩოხა თუ ჰარამხანა იყო გამოტანილი და ავტორების ყურადღების მიღმა რჩებოდა ადამიანები, მათი ბუნება. ფილმში მკაფიოდ და მკვეთრად გამოიკვეთა მთავარ გმირთა მხატვრული სახეები, რომლებიც აჯანყებული გლეხების მასასთან ერთად ერთ ორგანიზმს წარმოადგენს. წუწუნავამ სხვა ფილმებში გამოყენებული სახალხო შეჯიბრებანი, ჯირითი კინორომანის იდეურ-მხატვრულ კონცეფციის საკვანძო პუნქტებად წარმოაჩინა და ორგანულად მიუსადაგა ფილმის ლაიტმოტივს.  მაგრამ ერთ-ერთი უპირველესი, რაც ფილმს მაგიურობას ანიჭებს, ეს მასიური სცენებია, რომლის უბადლო ოსტატად ისევ მოგვევლინა ალექსანდრე წუწუნავა. ამ სცენების ყურებისას (იქნება ეს ხალხმრავალი კრება, სადაც აჯანყებულთა მეთაურებს ირჩევენ, თუ უმაღლესი ოსტატობით დადგმული საბრძოლო ბატალიები) გებადება ეჭვი, რომ ეს მსახიობთა მონაწილეობით დადგმული ეპიზოდები არ არის, არამედ რაღაც ზებუნებრივი ძალით, დროის მანქანის საშუალებით გადამღები ჯგუფი გადასროლილ იქნა 1841 წელს და აპარატი, როგორც თვითმხილველი, როგორც მოწმე აფიქსირებდა მოვლენებს. მსგავსი შეგრძნება გამიჩნდა როცა ვნახე აკირა კუროსავას ბრწყინვალე ,,შვიდი სამურაი”.

 საინტერესოა, რომ “ჯანყი გურიაში” წარმოებაში ჩაშვებას მხარს არ უჭერდა გერმანე გოგიტიძე, რადგან მისი წარმატებისა არ სჯეროდა. ამის თაობაზე მან მთავრობას წერილიც კი მისწერა, რომ ,,სურათი უდიდეს ხარჯებს მოითხოვს, ხოლო საჭირო ეფექტი მის დადგმას არ მოჰყვება”. ფილმის შექმნისთვის გაცილებით მეტი თანხა დაიხარჯა, ვიდრე ეს იყო გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვით, ,,რაც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვა სახკინმრეწვს”.  ბიუჯეტის გადახარჯვა სახკინმრეწვის კრიტიკის საფუძველი გახდა. სულ მალე გოგიტიძე გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან, ყველაფერთან ერთად მას მენშევიკების მთავრობის დროს დოკუმენტური ქრონიკის გადაღებაც გაუხსენეს. 1928 წლის მიწურულსა და 1929 წლის დასაწყისში გერმანე გოგიტიძე ორჯერ იმყოფებოდა ირანში, სადაც მონაწილეობდა საბჭოთა კავშირსა და ირანს შორის ხელშეკრულების გაფორმებაში, რომლის მიხედვითაც ამ სახელმწიფოს უნდა შეესყიდა საბჭოთა, მათ შორის ქართული ფილმები. ირანიდან ჩამოსული გოგიტიძე ქართულ კინოში აღარც დაბრუნებულა. ის ყველამ დაივიწყა, თუმცა მთავრობა ,,ფხიზლობდა”: 1949 წელს 63 წლის გოგიტიძე დააპატიმრეს და აიძულებდნენ ეღიარებინა, რომ ის უცხო ქვეყნის ჯაშუში იყო (ამისთვის საბაბად ალბათ ისიც გამოიყენეს, რომ მისი ვაჟი მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდა, საფრანგეთში დარჩა და სამშობლოში აღარ დაბრუნებულა). უარის თქმის შემდეგ მას წამება დაუწყეს. ,,…გამაშიშვლეს, დამაწვინეს იატაკზე და მათრახით ცემა დამიწყეს. მხეცი მურადოვი ფეხებით შემდგა და თიაქარზე მაწვებოდა. მე სული მეხუთებოდა”.  გოგიტიძემ წამებას ვერ გაუძლო: ,,მოვითხოვე შეხვედრა ჩემს გამომძიებელ მურადოვთან და განვუცხადე, რომ გადავწყვიტე ყველაფერი ვაღიარო… რამდენიმე დღის მანძილზედ ვთხზავდი ლეგენდას ჩემი ვითომდა ჯაშუშური საქმიანობის შესახებ, კავშირებზე ვინმე პირონესთან, ბელგიის მოქალაქესთან”.  გერმანე გოგიტიძეს 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და კომის ასსრ-ში გადაასახლეს, სადაც ის ე.წ. მინერალურ ბანაკში მუშაობდა ქვანახშირის მოპოვებასა და სხვა მძიმე სამუშაოებზე. პატიმრობიდან გოგიტიძე ვადაზე ადრე, 1956 წელს გაათავისუფლეს, ის საქართველოში დაბრუნდა და ოთხი წლის შემდეგ თბილისში გარდაიცვალა. რაც შეეხება ალექსანდრე წუწუნავას შემდგომ ბედს, ის დაინიშნა სახკინმრეწვის სამხატვრო ხელმძღვანელად, ასევე ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა კინოსასწავლებელში, ამასთან იყო ოპერის და ბალეტის თეატრის დირექტორი, მთავარი რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი 1918 წლიდან გარდაცვალებამდე (1955). მას ჰქონდა სურვილი რამდენიმე ფილმის დადგმისა ,,ხიდი ენგურზე”, ,,დავით აღმაშენებელი”, ,,ქეთო და კოტე”, მაგრამ მას დადგმის საშუალება არ მისცეს. წუწუნავა რომ თავისი ნებით არ ჩამოცილებია კინოს, ადასტურებს მსახიობი არკადი ხინთიბიძე: ,,ბევრ რეჟისორთან მიმუშავია, მაგრამ ისეთი კმაყოფილება, როგორიც ალ. წუწუნავასთან მიმიღია, კინოში არც ერთთან არ მიგრძვნია. უნდა ითქვას, რომ მისი კინოზე ჩამოცილება დიდი შეცდომა იყო. ნამდვილი ქართული ფილმების დამდგმელი იყო და თან და თან უკეთესი ხელოვანი გახდებოდა ის, კინემატოგრაფიაში, რომ დასცლოდა”.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

კულტურა

იტალიელი დიზაინერი ვალენტინო გარავანი გარდაიცვალა

21:35; 19 იანვარი, 2026
კულტურა

ტიმოთი შალამემ უკრაინელები აღაშფოთა

17:32; 16 იანვარი, 2026
კულტურა

მშობლიურ ოზურგეთს ავსტრიიდან ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსი ეწვია

11:22; 15 იანვარი, 2026
კულტურა

“უიღბლო” მსახიობები   

11:09; 11 იანვარი, 2026
კულტურა

ყველაზე პოპულარული საახალწლო – საშობაო ფილმები

09:49; 2 იანვარი, 2026

"SOS! გვიშველეთ, ვისაც ეს ეხება!" _ სტეფანე მღებრიშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს

რამდენ კითხვაში შეგვიძლია დავასრულოთ ,,CAT“-ის ტესტი?!

ყველა სიახლე

საზოგადოება

ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული _ გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

10:14; 11.02.2026
სამართალი

“პროკურატურა გადმოდგი ტრიბუნა! _ მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს

10:08; 11.02.2026
პოლიტიკა

ჰელსინკის კომისიაში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგი დღეს გაიმართება

10:01; 11.02.2026
საზოგადოება

სუს-ი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

9:57; 11.02.2026
სპორტი

ნიკა ეგაძე, ფიგურულ ციგურაობაში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების ფინალშია!

9:55; 11.02.2026
ზაფრანი

საუკეთესო ცოლი

9:53; 11.02.2026
ზაფრანი

ჩაცმის სტილი და ზოდიაქოს ნიშნები

9:52; 11.02.2026
ზაფრანი

სპეციალური დიეტა და ასტროლოგია   

9:51; 11.02.2026
ზაფრანი

რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ უფროსთან გაქვთ დაწინაურების შესაძლებლობა   

9:50; 11.02.2026
მსოფლიო

ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

9:48; 11.02.2026
მსოფლიო

დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

9:42; 11.02.2026
სამართალი

დაშავებულები 31 და 39 წლის არიან – ახალი დეტალები სამტრედიაში მომხდარ ავარიაზე

22:13; 10.02.2026
სამართალი

ავარია სამტრედიაში _ არიან დაშავებულები

21:49; 10.02.2026
ფინანსები

გალტ & თაგარტმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარადგინა

19:12; 10.02.2026
საზოგადოება

“დღეს უსაფრთხო აღარაფერია – მათ შორის, არც ქუჩაში გადაადგილება”- თორნიკე მიგინეიშვილი

18:09; 10.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

11:17; 10.02.2026
0

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო