ამ წუთებში, რუსთაველზე დაგეგმილ აქციას ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილიც შეუერთდა.
_ შსს არ ებრძვის რეალურად იმას, რაც ხდება. ის, რომ ნარკოტიკების რეალიზატორებს უნდა ებრძოლონ, ამაზე არავინ დაობს, თუმცა, გუშინ ჩვენ ვნახეთ სადამსჯელო ოპერაცია თბილისის კლუბების წინააღმდეგ და სწორედ ამიტომ გამოვიდა ხალხი ქუჩაში. ეს იყო არაადეკვატური მოქმედება პოლიციის მხრიდან და ამან გამოწვია ის პროტესტი, რის გამოც ხალხი ქუჩაში გამოვიდა, _ თქვა უდუმაშვილმა.