რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით 9 ადამიანი მოიწამლა.
როგორც 1tv.ge იუწყება, ინტოქსიკაცია მესხიშვილის ქუჩაზე ორმა ქალმა და მცირეწლოვანმა ბავშვმა მიიღო, ახმეტელის ქუჩაზე კი ერთი ოჯახის ექვსი წევრი მოიწამლა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა მოწამლულები ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოსა და კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს.
ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში 5 პაციენტი მოათავსეს. ამ დროისთვის ყველა მათგანი გამოწერილია.