რუსთავში სასურსათო მაღაზია დააყაჩაღეს. შემთხვევა მერვე მიკრორაიონში ღამით მოხდა.
მაღაზიაში ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა და გამყიდველს სალაროდან თანხის მიცემა მოსთხოვა, შემდეგ კი მიმალვა სცადა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.