რუსთავის მე-14 მიკრორაიონში, 21-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ღამით, სასურსათო მაღაზია გაქურდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1982 წელს დაბადებული გ.თ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტით.