საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„აი, ამ ქალმა მარიანა ჩოლოიანმა, მისმა უფროსმა მინისტრმა გომელაურმა და სისტემამ მოკლა 15 წლის ლუკა სირაძე. მანამდე გამოაძვრინეს ხორავას ქუჩის მსხვერპლთა და მაჩალიკაშვილის მკვლელები. ეს არ გაჩერდება სანამ ხელის დაფარება არ შეწყდება და ყველა იდიოტს, ვინც ამ სტატუსს უპასუხებს “9 წლის შეხსენებით” ვურჩევ, კარგად მიმოიხედოს აქეთ-იქით და იქნებ მიხვდეს თუ რა უბედურებაში ამოაყოფინა თავი ქვეყანას და საკუთარ თავსაც. საქართველოში უნდა გათენდეს!
ჩემი, როგორც მშობლის, გულრწფელი სამძიმარი ლუკა სირაძის ოჯახს,“_წერს სააკაშვილი.