კიევში, მიხეილ სააკაშვილის მომხრეების აქციაზე მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. მომიტინგეები სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას აპროტესტებენ.
შეტაკება კიევის ცენტრში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან ახლოს მოხდა.
პოლიციამ დემონსტრანტებს პრეზიდენტის სასახლესთან გზა გადაკეტა და აქციის გაგრძელების უფლება არ მისცა. სააკაშვილის მომხრეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს, რასაც დაპირისპირება მოხდა. სიტუაცია მალევე მოწესრიგდა, პოლიციას არავინ დაუკავებია.