“მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, დათო მდინარაძის თქმით, ყველა ის ადამიანი, რომელსაც აღენიშნება პნევმონია საავადმყოფოში აუღებენ ანალიზს კორონავირუსზე.
მისივე თქმით, ამ დროისთვის აღებული იყო 11 ანალიზი და ყველა მათგანზე უარყოფით პასუხი მოვიდა.
ინფორმაციისთვის, ბოლო ორი დღის განმავლობაში ოთხი ანალიზი იქნა გადაგზავნილი. ამის შესახებ ინფორმაცია “გურია ნიუსს“ დაუდასტურა ოზურგეთის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მაია ქუტიძემ. არცერთ მათგანს კორონავიურისი არ დაუდასტურდა.
ბოლო ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 408 დადასტურებული შემთხვევაა; მათ შორის 95 გამოჯანმრთელდა; გარდაიცვალა _ 4; კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4816 ადამიანი; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571; უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.