საბერძნეთში ცნობილი კალათბურთელის ბებიის წამებაში ეჭვმიტანილი ხუთი ქართველი დააკავეს, _ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საკალათბურთო კლუბ „ოლიმპიაკოსის“ წევრ გიორგიოს პრიმტეზისის ბებიის სახლში კრიმინალები მარტში შევიდნენ. მათ ხანდაზმული ქალი და მისი ქართველი მმომვლელი აწამეს და ძვირფასეულობა გაიტაცეს.
პოლიციამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხუთი ქართველი წევრის დაკავება შეძლო. მათ ასევე, ბრალად ედებათ ათენსა და საბერძნეთის სხვა ქალაქებში სახლების გაქურდვა.
დაკავებულების ასაკი 28-დან 43 წლამდე მერყეობს.
გამოძიების ცნობით, დაჯგუფების ლიდერი ესპანეთში გაიქცა, სადაც ის ანალოგიური დანაშაულებისთვის გაასამართლეს.