ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ამომრჩეველთა 53,69 %-იანი აქტივობა დაფიქსირდა. ირკვევა, რომ ლანჩხუთში რეგისტრირებული 29 197 ამომრჩევლიდან, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა 15 675 ადამიანმა მიიღო.
ცნობისთვის, გასული წლის თვითმართველობის არჩევნებზე 29 373 ამომრჩეველი ფიქსირდებოდა, აქედან საკუთარი არცევანი მაშინ 17 128 ადამიანმა დააფიქსირა.
საოლქო კომისიის მონაცემებით, 38 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა 20 საათისთვის მშვიდ ვითარებაში შეწყდა და ახლა ხმის დათვლის პროცედურები მიმდინარეობს.