სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 28 თებერვალს, 19 საათსა და 15 წუთზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
3.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქალაქ ონიდან 11 კილომეტრის დაშორებით, სამხრეთ-აღმოსავლეთით, სოფელ ირთან დაფიქსირდა.
ეს 2020 წელში დაფიქსირებული მეოთხე მიწისძვრაა _ 26 იანვარს 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ჩრდილო ოსეთში, საქართველოს საზღვრიდან 9 კილომეტრის დაშორებით მოხდა; 24 იანვარს, თბილისის დროით 21:55 საათზე, თურქეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 450 კმ_ში, ქალაქ მალატიასთან მოხდა 6.8 (Mw) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა. მიწისძვრა შეგრძნებადი იყო სასაზღვრო ზოლში დასახლებული საქართველოს მოსახლეობისთვისაც;
22 იანვარს კი 3.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაბა შუახევიდან 6 კილომეტრის დაშორებით სოფელ ბრილთან დაფიქსირდა.