გუშინდელი დილიდან, გურია-აჭარის რეგიონს გაზი არ მიეწოდება გაზსადენის ავარიიის გამო.
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ავრცელებს განცხადებას, რომ მაგისტრალური გაზსადენის დაზიანებული მილი, ქობულეთის სიახლოვეს აღმოაჩინეს.
„ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” სპეციალური ჯგუფების მიერ, განხორციელებული სამუშაობის შემდეგ, დადგენილ იქნა, ავარიის მიზეზი”ქუთაისი-სოხუმის”, მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 500 მმ-იან განშტოებაზე. შესაბამისი სამსახურები აქტიურ მუშაობას აწარმოებენ, პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, რომლის დასრულების შემდეგ, მიმდინარე წლის 28 ნოემბრის 24 საათიდან გაზის მიწოდება აღუდგება, სტრატეგიულ ობიექტებს, კოვიდ-სასტუმროებსა და საავადმყოფოებს. ხოლო, 29 ნოემბერს გურიისა და აჭარის სრულ მოსახლეობას.“
განცხადების მიხედვით, მოსახლეობა დღეს უნდა ელოდოს გაზის მიწოდებას.