ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ერთი კოვზით ზიარება ვირუსის გავრცელების რისკს შეიცავს.
„ყველას აქვს თავისი პოზიცია. ყველანი მაინც გამოვდივართ იქიდან, რომ ეს სენსიტიური თემაა და პატივს ვცემთ საქართველოს ეკლესიას, მაგრამ მე ყოველთვის ვაფიქსირებდი და ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას, საერთო კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის გავრცელების რისკს და მას რაიმე განსაკუთრებული სამეცნიერო კვლევა არ სჭირდება“, – განუცხადა ცერცვაძემ ჟურნალისტებს.