ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისია მუშაობას რამდენიმე საათში განაახლებს. დღეს 3 არასრულწლოვანი გამოიკითხება.
გუშინ კი დაახლოებით 4 საათის განმავლობაში იკითხებოდნენ ის მოზარდები, რომლებიც პირველი გამოკითხვის შემდეგ პოლიციაში მივიდნენ და გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებები დააზუსტეს. სწორედ ამიტომ ჩათვალა კომისიამ საჭიროდ არასრულწლოვნების თავიდან გამოკითხვა. დეტალები საჯარო არ არის, ცნობილია მხოლოდ ის, რომ მოზარდები უშუალოდ მონაწილეობდნენ ხორავას ქუჩაზე დაწყებულ ჩხუბში.