ცხოველები კლიმატის სწრაფ ცვლას ვერ ეგუებიან, გარემო პირობების გამო კი განსაკუთრებით დიდი საფრთხე კაჭკაჭებს, ბეღურებს და ირმებს ემუქრებათ.
ამის შესახებ მეცნიერები WN-ს ინფორმაციით, ახალ კვლევაში საუბრობენ და კვლევის შედეგებს საგანგაშოს უწოდებენ.
კვლევის ავტორების თქმით, მათ მიერ ჩატარებული კვლევა ორიენტირებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე, რის გამოც, კვლევაში ცხოველების ათასობით სახეობა არ არის შესული, მაგრამ ინტენსიური კლიმატური ცვლილებების გამო პრობლემები კიდევ უფრო მეტია და ბევრი ცხოველი გადაშენების საფრთხის წინაშე დგას.
წინა სამეცნიერო ნაშრომების მიხედვით, სახეობები რეაგირებას ახდენენ ტემპერატურის ცვლილებაზე ადრეული ბიოლოგიური მოვლენებით, როგორიცაა ფრინველის მიერ კვერცხის დადება, მცენარეების დაკვირტვა, თუმცა, როგორც ახალ კვლევაშია ნათქვამი, კლიმატური ცვლილებების გამო ვერ შეძლებენ ეფექტურ რეპროდუქციას.
“სახეობები ცდილობენ ადაპტირებას, მაგრამ არ შეუძლიათ საკმარისი ტემპით. კლიმატის ცვლილება ასევე ბიომრავალფეროვნებას შეუქცევადად აზიანებს, რაც დასტურდება კვლევის შედეგით. ის ფაქტი, რომ სახეობები იბრძვიან კლიმატის ცვლილებებთან შესაგუებლად ნიშნავს, რომ დაუყონებლივ უნდა მივიღოთ ზომები, რომ შევამციროთ ან შევაკაოთ ეს მაჩვენებელი“,_ ამბობს მკვლევარი ვიქტორია რადჩუკი.