ამ წუთებში, სავარაუდოდ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში ბიძინა ივანიშვილსა და სუს-ის წარმომადგენლებს შორის საგანგებო თათბირი იმართება, რაც, დიდი ალბათობით, საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება.
„კურიერის“ გადამღებმა ჯგუფმა რეზიდენციასთან დააფიქსირა ავტომანქანები, რომლებიც მათი განცხადებით, სავარაუდოდ, სუს-ის მაღალჩინოსნებს ეკუთვნით.
მანამდე კი ჟურნალისტმა ელისო კილაძემ ინფორმაცია გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ ქვეყნის ლიდერი და მაღალჩინოსნები, არჩევნების გაყალბებისთვის ემზადებიან.
ოფიციალური ინფორმაცია, რის გამო მიმდინარეობს შეხვედრა, ჯერჯერობით, უცნობია.