გასულ ღამეს სირიის ქალაქ რაქას სოფელ ალ სალიჰიაში საჰაერო იერიშის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვი. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ომის მონიტორინგის ჯგუფზე დაყრდნობით ავრცელებს.
სირიის ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციის ცნობით, საჰაერო იერიში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ამერიკულმა კოალიციამ განახორციელა, რის შედეგადაც რამდენიმე არამიანი დაშავდა.
მაუწყებლის ცნობით, ამერიკული კოალიციის სპიკერთან მომხდარის შესახებ კომენტარისთვის დაკავშირება დაუყონებლივ ვერ მოხერხდა.
ამერიკელი სამხედროების განცხადებით, მოქალაქეების მხრიდან მსხვერპლის ასარიდებლად, როგორც სირიაში ასევე ერაყში, განსაკუთრებულ ძალისხმევას იყენებენ.