დღეს, ოზურგეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იმყოფებოდა. მან გურიის ახალი გუბერნატორი გიორგი სახოკია წარადგინა.
გუბერნატორის წარდგენა მედიის წარმომადგენლებისთვის დახურული იყო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ოზურგეთელმა ნინო ჯიშკარიანმა მოახერხა და წერილი გადასცა პრემიერს.
კითხვაზე, რა ეწერა წერილში, ჯიშკარიანი ამბობს, რომ ეს საიდუმლოა.
“ეს საიდუმლოა. დავწერე ის, რაც უნდა იცოდეს და დარწმუნებული ვარ, წაიკითხავს. დეტალებზე არ ვაპირებ საუბარს, – გვითხრა ნინო ჯიშკარიანმა.