საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა.
ლექციაზე პაპუნა უგრეხელიძემ უძრავი ქონების რეგისტრაციის სფეროში განხორციელებული წარმატებული რეფორმების შესახებ ვრცლად ისაუბრა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ბაკალავრიატის სტუდენტებს საჯარო რეესტრის ფუნქციები და საქმიანობის სპეციფიკა დეტალურად გააცნო.
სტუდენტებმა ასევე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს საჯარო რეესტრში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვის პროექტის შესახებ. ამონაწერების შესახებ ინფორმაციის ბლოკჩეინში ინტეგრირებით სარეგისტრაციო ტრანზაციები მეტად დაცული, მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე გახდა.
შეხვედრის დასასრულს პაპუნა უგრეხელიძემ სტუდენტებს მოწვევისათვის მადლობა გადაუხადა და მათ შეკითხვებს უპასუხა. (R)