ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, “რუსთავი 2”-ის ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამიას გამოკითხვა მიმდინარეობს. გვარამია ჩვენებას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით აძლევს.
სასამართლოში იმყოფებიან ნიკა გვარამიას მეგობრები და ოპოზიციური პარტიების ლიდერები ზაალ უდუმაშვილი, ლევან ხაბეიშვილი, ბაჩუკი ქარდავა, თაკო ჩარკვიანი, ირმა ნადირაშვილი, გიორგი ვაშაძე და სხვები.
პროკურატურა ნიკა გვარამიას „სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2″-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისებას და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვას ედავება. გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე.