საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა.
ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინა საჩხერის სამდიცინო ცენტრში საჯაროდ გაიკეთა.
„გუშინ გაისმა საყვედური საჩხერის კლინიკისა და მისი მედპერსონალის მიმართ, რომ ისინი ვაქცინაციის პროცესზე უარს აცხადებენ. მე ვგრძნობ პასუხიმსგებლობას კლინიკაზე, რომლის დირექტორი რამდენიმე წელი ვიყავი. ვფიქრობ, სამედიცინო პერსონალის გამჭირვალე ჩართულობა ვაქცინაციიაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. კლინიკაში, სადაც ბევრი წელი მაქვს გატარებული, აქ ჩატარებული ვაქცინაცია ვფიქრობ, იქნებოდა სიმბოლურიც და ასევე მოტივის მომცემი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
22 მარტის ოფიციალური მონაცემებით, „კოვიდ-19-ის” საწინააღმდეგო ვაქცინით, საქართველოში ჯანდაცვის სექტორის 3 843 წარმომადგენელია აცრილი.