სს “საქართველოს რკინიგზის” სამეთვალყურეო საბჭომ, “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე დავით ფერაძის კანდიდატურა დაამტკიცა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, დავით ფერაძე დღემდე საქართველოს თანაინვესტირების ფონდში შპს “მტკვარი ჰესის” დირექტორის თანამდებობას იკავებდა. იგი გახლავთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის და ფინანსებისა და საბანკო საქმის ფაკულტეტების ბაკალავრი, ასევე, მას აქვს სამოქალაქო ინჟინერიისა და არქიტექტურის ხარკოვის ეროვნული უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი ფინანსებში. დავით ფერაძე 2004 წლიდან 2007 წლამდე მუშაობდა “საქართველოს რკინიგზაში” სხვადასხვა პოზიციაზე Booz Allen Hamilton/USAID-ის პროექტის ფარგლებში
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა ბახტაძე ფინანსთა მინისტრად დაინიშნა.