საქართველოში კორონავირუსის 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსისგან 409 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 10 კი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსის 27 0918 შემთხვევა, მათ შორის 265 523 გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 3 520-ია.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში 17 947 ტესტი ჩატარდა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტი – 13 244, პისიარტესტი – 4 703.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი 0,89 პროცენტია, ბოლო 14 დღის – 1,9 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,44 პროცენტი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 253 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1 510, კლინიკურ სასტუმროში რჩება 154 პირი.