საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა. ამ დროისთვის, მთავრობის მიერ შექმნილი ვებგვერდის stopcov.ge-ს მიხედვით, ახალი ვირუსი 456 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 132 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა.
დღეისთვის კარანტინის რეჟიმში – 4949 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 555 ადამიანი რჩება.
საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.