საქართველოში შიდსით, დაახლოებით 12 000 ადამიანია დაავადებული, 1 339 ადამიანი კი გარდაიცვალა. შიდსის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია, დღეს სასტუმრო ,,ქორთაირდ მარიოტში“ გაიმართა. ღონისძიება ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის და საქართველოს შიდსის ასოციციის ორგანიზებით გაიმართა.
შეხვდრის მონაწილეებმა, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, ტენდეციები და შიდსის ეპიდემიის დასრულების სამოქმედო ინიციატივა განიხილეს. ღონისძიების მონაწილეებმა ასევე, ინფიცირების შემთხვევები ნარკოტიკების მომხმარებლებში, მსმ-ებში(მამაკაცის სექსი მამაკაცთან) და სექსმუშაკებზე გაამხვილეს ყურადღება.
საპარლამენტო უმარავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განმარტებით, მხარდაჭერა ექნება შიდსის პრევენციასთნ და მკურნალობასთან დაკავშირებულ სერვისებს რათა, თანხვედრაში და კავშირში იყოს C ჰეპტიტის პროგრამასთან.
,,საქართველოს აქვს ძალიან კარგი პირობები, იმისათვის რომ შეუერთდეს და შეასრულოს, გლობალური გამოწვევა და დაპირება, რათა დავასრულოთ შიდსის ეპიდემია 2030 წლისათვის. ჩვენ, მხარს ვუჭერთ რომ შიდსის პრევენციასთან, მკურნალობასთან დაკავშირებული სერვისები იყოს თანხვედრაში და კავშირში C ჰეპტიტის პროგრამასთან. ვინაიდან მოცვა, სკრინინგი, მკურნალობაში ჩართულობა, C ჰეპტიტის ელიმინაციის პროგრამას აქვს ძალიან მაღალი. ეს, მხოლოდ და მხოლოდ ხელს შეუწყობს შიდსის შემთხვევების გამოვლენას და მის მკურნალობას. ჩვენ, დღეს შევაჯამეთ ის მიღწეული პროგრესი და ვიმსჯელეთ სამკურანლო ინიციატივებზე. აუცილებლად იქნება, სრული კონსოლიდაცია მთავრობის პარლამენტის, სამოაქალაქო საზოგადოებისა და ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებს შორის, რომ დავასრულოთ შიდსისი ეპიდემია“ _ განაცხადა არჩილ თალაკვაძემ
ექიმი ინფექციონისტი მაია ლომთაძის თქმით, აუცილებელია დაავადების მაქსიმალურად გამოვლენა, რათა დროულად მოხდეს მკურნალობა:
“ჩვენი მიზანია მაქსიმალურად მოხდეს დაავდებული პაციენტების გამოვლენა, რათა შემდგომ, მოხდეს მაქსიმალურად მკურნალობაში ჩართვა. რაც შეამცირებს დაავადების გადადების რისკს. შესაბისად პაციენტთა სიცოცხლის ხარისხს. სტატისტიკა მზარდია, დღეს დღეობით 6000 პაციენტია გამოვლენილი საქართველოში, რომელსაც უტარდება მკურნალობა. მაგრამ, ჩვენი ვარაუდით 12 000 ათასი პირია დაავადებული. ამიტომ აუცილებელია დაავადების მაქსიმალურად გამოვლენა რათა შემდგომ დროულად მოხდეს მკურნალობა, რითაც, სისცოცხლის ხარისხი გავაუმჯობესებთ“ _განმარტა მაია ლომთაძემ.
ღონისძიებაზე, კამპანიის ფარგლებში, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრმა და საქართველოს შიდსის ასოციაციამ, ოფიციალურად წარდგინა ინიციატივა ,,დავასრულოთ შიდსის ეპიდემია საქართველოში“ და გაფორმდა დეკლარაცია. აღნიშნული ინიციატივა, ითვალისწინებს ეპიდემიის სრულ დამარცხებას UNAIDS-ის 90-90-90 მიზნების შესრულების გზით. საქართველოში კი პრაქტიკულად უკვე სრულდება ,,არვ“ მკურნალობისა და ვირუსის სუპრესიის მიზნები.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით , ფაქტიურად, შეიქმნა ისტორიული დოკუმენტი, ეს გულისხმობს, დავასრულოთ შიდსის ეპიდემია საქართველოში.
,,უფრო ზუსტად რომ გაიგოთ, ეს არის იმ მნიშვნელობის, რაც C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცენდენტო პროგრამა იყო. ჩვენ აღარ დაგვჭირდება ისეთი ძალისხმევა, როგორიც დაგვჭირდებოდა, რომ არ ყოფილიყო C ჰეპატიტის პროგრამა, ჩვენი ინიციატივა დეკლარაციაზე განვამტკიცეთ. ფაქტიურად, შეიქმნა ისტორიული დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერეს წამყვანმა ექსპერტებმა, ხელისუფლების წარმოამდგენლებმა, საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებმა. ეს ინიციატივა გულისხმობს, დავასრულოთ შიდსის ეპიდემია საქართველოში. მართალია, შიდსისგან სრულად განკურნება შეუძლებელია, მაგრამ ბოლო 5 წლის კვლევებით დადგინდა, რომ თუ ინფიცირებული პაციენტი იმყოფება ხარისხიან მკურნალობაზე, ვირუსი სისხლში ქრება და ეს ადამიანი აღარ წარმოადგენს ინფექციის წყაროს. თუ, გამოვავლენთ შიდსით ინფიცირებულ ყველა ადამიანს და მათ ვუმკურნალებთ, ქვეყანაში აღარ იქნება ეპიდემიის ახალი შემთხვევები. ეს საშუალებას მოგვცემს, გადავარჩინოთ ადამინების სიცოცხლე და ასევე დავზოგოთ დიდი მოცულობით თანხები“ _ აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისათვის შიდსზე ტესტირება, მკურნალობა და ძვირადღირებული ,,არვ“ მედიკამენტები უფასოა.